
უკრაინის კონტრშეტევა გრძელდება. თავდაცვის ძალებმა დნეპრის მარცხენა სანაპიროზე ხიდი დაიკავეს - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი.
ერმაკმა განცხადება ამი შესახებ ვაშინგტონში, ჰადსონის ინსტიტუტში გამოსვლისას გააკეთა.
"მიუხედავად ყველაფრისა, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაიკავეს ხიდი დნეპრის მარცხენა სანაპიროზე. ნაბიჯ-ნაბიჯ ახდენენ ყირიმის დემილიტარიზაციას. ჩვენ დავფარეთ მანძილის 70% და ჩვენი კონტრშეტევა გრძელდება", - აღნიშნა ერმაკმა.