რუსეთმა უკრაინის ფრონტის ორ ხაზზე ერთდროულად გამოიყენა ქიმიური იარაღი | Deep State

გამოქვეყნდა:

უკრაინული ანალიტიკური ტელეგრამ არხის, Deep State-ის მონაცემებით, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ფრონტის ორ ხაზზე - ბახმუტსა და სვიატოვოზე, ერთდროულად გამოიყენეს ქიმიური იარაღი. ანალიტიკოსების ინფორმაციით, გამოყენებულია სავარაუდოდ ნივთიერება ქლორპიკრინი, რომელიც ოკუპანტებს უხვად აქვთ მარაგში:

"სვიატოვისა და ბახმუტის რაიონებზე ქიმიური იარაღის გამოყენების ორი შემთხვევა დაფიქსირდა, სავარაუდოდ, მტერმა გამოიყენა ქლორპიკრინი, რომელიც უხვად არის მარაგებში და რომელიც უკვე არაერთხელ იქნა გამოყენებული ჩვენი ჯარების წინააღმდეგ. " ნათქვამია ანგარიშში.

ქლორპიკრინი არის სითხე მკვეთრი სუნით და მაღალი კონცენტრაციის შემთხვევაში, საზიანოა ადამიანისთვის. მიეკუთვნება საშიშროების მეორე კლასს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი