2 წლის ბავშვზე სისტემატურად ძალადობის გამო დაკავებულ ლ.ლ.-ს ბრალი წარუდგინეს. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
საგამოძიებო უწყების თანახმად, ბრალდებული ერთ-ერთ ოჯახში ძიძად მუშაობდა, სადაც 2 სხვა ძიძასთან ერთად 5 მცირეწლოვან ბავშვს უვლიდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ლ.ლ. სისტემატურად ძალადობდა 2 წლის ბავშვზე.
დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ 2 წლის ბავშვზე ძალადობის გამო ძიძა 22 აგვისტოს დააკავეს. ძალადობის ამსახველი ვიდეომასალა სამართალდამცველებს ბრალდებულთან ერთად მომუშავე ძიძებმა მიაწოდეს.