რუსეთის ტყვეობაში ჩავარდნილი ქართველი მებრძოლები | საგარეოს პირველი განცხადება

გამოქვეყნდა:

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღია წყაროებზე დაყრდნობით ინფორმირებულია უკრაინაში მებრძოლი საქართველოს ორი მოქალაქის გ.გ. და გ.შ. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ სამხედრო მოქმედებებისას ტყვედ აყვანის შესახებ - აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ტყვეობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების შესახებ. სამინისტროს განცხადებით, ქართული მხარე გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საერთაშორისო მექანიზმს:

"ქართული მხარე გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საერთაშორისო მექანიზმს, მათ შორის წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციას და შვეიცარიის  კონფედერაციას, როგორც საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას  შორის მედიატორს, საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დასაცავად." აცხადებს საგარეო.

შეგახსენებთ, გუშინ, 14 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ რუსებმა უკრაინაში მებრძოლი ორი ქართველი ტყვედ აიყვანეს

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი