IDF-ის ინფორმაციით, ალ-შიფას საავადმყოფოში რეიდის დროს შეიარაღება და ტერორისტული ინფრასტრუქტურა იპოვეს

გამოქვეყნდა:

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ღაზის სექტორში, ალ-შიფას საავადმყოფოში რეიდის შედეგად, ჯარისკაცებმა იპოვეს იარაღი და ტერორისტული ინფრასტრუქტურა. IDF-ის ცნობითვე, საავადმყოფოში ისრაელის სამხედროების შესვლას სამედიცინო პერსონალთან და პაციენტებთან რაიმე სახის დაპირისპირება არ მოჰყოლია.

შეგახსენებთ, ისრაელმა დღეს ოფიციალურად განაცხადა, რომ ალ-შიფას საავადმყოფოში ოპერაცია დაიწყო და "ჰამასის" მებრძოლებს მოუწოდა ჩაბარებისკენ.

ალ-შიფა არის ყველაზე დიდი საავადმყოფო ღაზის სექტორში. ისრაელი და აშშ ამტკიცებენ, რომ "ჰამასს" საავადმყოფოს ქვეშ სამხედრო ბაზა აქვს მოწყობილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი