რუსთაველის გამზირი გადაიკეტება - კახა კალაძე მორიგ პროექტს იწყებს, რომელიც უფრო პოლიტიკურია, ვიდრე ინფრასტრუქტურული. თბილისის მერმა დედაქალაქის მთავარი გამზირის და უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძის განახლება გადაწყვიტა და აანონსებს, რომ ჯერ შენობების ფასადებს განაახლებს, შემდეგ მიწისქვეშა კომუნიკაციას და ბოლოს გზას და ამ ყველაფრისთვის 2 წელიწადი დასჭირდება.
რუსთაველის გამზირის 2 წლით დაკეტვის პერსპექტივამ მოქალაქეებშიც და პოლიტიკოსებშიც გაოგნება გამოიწვია. ხელისუფლების ოპონენტებმა კალაძის ამ განზრახვაში პირდაპირ დაინახეს პოლიტიკური თმაშის ნიშნები - "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი ფაქტობრივად აუქმებს პოლიტიკური პროტესტის მთვარ სივრცეს, და პროექტის დასრულებას სწორედ დედაქალაქის მერის 2025 წლის არჩევნებს ამთხვევს.