უარი რაჭის ტყეებზე | "ოცნებით" უკმაყოფილო დავით ხიდაშელის გადაწყვეტილება

გამოქვეყნდა:

დავით ხიდაშელი რაჭის ტყეებს ყიდის. ბიზნესმენი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებამ რაჭის ტყეები მართვაში 49 წლით გადასცა, სამონადირეო მეურნეობის იდეაზე უარს ამბობს და ტყეების მფლობელ კომპანიას ასხვისებს. სანქცირებული რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის პარტნიორი არ აკონკრეტებს, რატომ გადის ბიზნესიდან, თუმცა განმარტავს, რომ "ოცნების" ხელისუფლებამ შესაბამისი პირობები არ შეუქმნა.

რა იგულისხმება შესაბამის პირობებში, გაუგებარია, თუმცა, ფაქტია, რომ ხელისუფლების კეთილგანწყობა და დიდი ალბათობით, რაჭის ტყეები ხიდაშელმა ე.წ. დავით გარეჯის საქმეში საკუთრი წვლილის შეტანის სანაცვლოდ მიიღო. სწორედ მის მიერ წარდგენილი რუკები გახდა ამ საქმის მთავარი მტკიცებულება, რომლის გამოც სასამართლომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ციხეში გაუშვა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი