საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი, (IRI) პოლიტიკური პარტიების რეიტინგებს აქვეყნებს. კვლევის შედეგებში ჩანს, რომ კითხვაზე, რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, ამ შაბათს რომ არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 25% ამბობს, რომ "ქართულ ოცნებას", 13% - "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", 4% კი პარტიას - "საქართველოსთვის" მისცემდა. აღსანიშნავია, რომ გამოკითხულ მოქალაქეებს პარტიებს შორის თავიანთი პირველი და მეორე არჩევანი უნდა დაეფიქსირებინათ. 

კვლევის სრული შედეგები კი ასე გამოიყურება:

  • "ქართული ოცნება" - 25%
  • "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 13%
  • "საქართველოსთვის" - 4%
  • "სტრატეგია აღმაშენებელი" - 3%
  • "გირჩი" - 3%
  • "გირჩი - მეტი თავისუფლება" და "დროა" - 2%
  • "ლელო" - 2%
  • "ლეიბორისტული პარტია" 2%
  • "მოქალაქეები" - 2%
  • "ხალხისთვის" - 2%
  • "ხალხის ძალა" - 1%
  • "პატრიოტთა ალიანსი" - 1%
  • "ალტ-ინფო" - 1%
  • "ევროპული საქართველო" - 1%

ასევე, გამოკითხული რესპონდენტების 18% ამბობს, რომ არ იცის 6% პასუხობს, რომ არჩევნებში მონაწილეობას საერთოდ არ მიიღებდა, 5%-მა კი პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა.

 

ცნობისთვის, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევა 2023 წლის 14 სექტემბრიდან 14 ოქტობრამდე პერიოდში პირდაპირი გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში, შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული, ჯამში, საქართველოს 1 200 მოქალაქე გამოიკითხა. საშუალო ცდომილების ზღვარი კი +/- 2.5%-ია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი