IRI: მოსახლეობის 77% თვლის, რომ საქართველოსთვის ყველაზე დიდი პოლიტიკური საფრთხე რუსეთია

გამოქვეყნდა:

მოსახლეობის 77% თვლის, რომ საქართველოსთვის ყველაზე დიდი პოლიტიკური საფრთხე რუსეთია. ამის შესახებ IRI-ის (საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის) კვლევაშია საუბარი. კითხვაზე, რომელი სახელმწიფოები ქმნიან ყველაზე დიდ პოლიტიკურ საფრთხეს საქართველოსთვის, პასუხები შემდეგნაირად განაწილდა: 

  • რუსეთი - 77%;
  • თურქეთი - 12%;
  • აშშ - 9%;
  • ირანი - 6%;
  • ჩინეთი - 4%. 
  • სომხეთი - 4%;
  • აზერბაიჯანი - 4%;
  • უკრაინა - 3%.

აღნიშნულ შეკითხვაზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა ან უპასუხა "არ ვიცი" გამოკითხულთა 9%-მა. ამავე შეკითხვაზე შესაძლებელი იყო რამდენიმე პასუხის გაცემა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთი ყველაზე დიდი ეკონომიკური საფრთხეა მოსახლეობის 69%-ისთვის. კითხვაზე, თუ რომელი სახელმწიფოები ქმნიან ყველაზე დიდ ეკონომიკურ საფრთხეს საქართველოსთვის, პასუხები შემდეგნაირად განაწილდა:

  • რუსეთი - 69%;
  • თურქეთი - 11%;
  • აშშ - 6%;
  • ჩინეთი - 5%;
  • უკრაინა - 3%;
  • ირანი - 3%;
  • აზერბაიჯანი - 2%;
  • ევროკავშირი - 2%. 

აღნიშნულ კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა ან უპასუხა "არ ვიცი" გამოკითხულთა 16%-მა. ამ შეკითხვაზეც შესაძლებელი იყო რამდენიმე პასუხის გაცემა. 

ცნობისთვის, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევა 2023 წლის 14 სექტემბრიდან 14 ოქტობრამდე პერიოდში პირდაპირი გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში, შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული, ჯამში, საქართველოს 1 200 მოქალაქე გამოიკითხა. საშუალო ცდომილების ზღვარი კი +/- 2.5%-ია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი