19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი ბრალდებულის, ნიკოლოზ რევაზიშვილსი დედას პაუსხობს და ამბობს, რომ მას მშობლების პოზიციის გარეშე ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამს. ნიკოლაძის თქმით, რამდენჯერაც ნიკა გვარამიას "ჭკუაზე გაივლიან" იმდენად მეტი პრობლემა ექნებათ.
იმდენად არასერიოზული დამოკიდებულებაა საქმისადმი, პირდაპირ გეუბნებით, რამდენიც გვარამიას ჭკუაზე გაივლიან იმდენი მეტი და მეტი პრობელმა ექნებათ მათ. გააქტიურდნენ, ვითომ რა ამით ცდილობენ დაადასტურონ ის, რომ ასე არ ყოფილა?! ასეთი პოზიციებით მუდმივად ადასტურებ, რომ შენი შვილი არის მკვლელი. მირიან ნიკოლაძეს ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს გიორგის დედის და მამის პოზიციის გარეშე, ცოტა ტვინს ძალა დაატანონ, ამით გიორგის მშობლებს ებრძვიან?! - თქვა მირიან ნიკოლაძემ.
საქმის პროკურორის, დავით ყაზაიშვილის თქმით, ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ნიკოლოზ რევაზიშვილმა სხვა პირებთან ერთად ჩაიდინა გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობა.
შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი დაკავებულის, ნიკოლოზ რევაზიშვილის დედა, ეკატერინე წულუკიძე ამბობს, რომ რევაზიშვილს ბრალი მხოლოდ იმიტომ აქვს წარდგენილი, რომ მირიან ნიკოლაზე "ტოიოტა ქამრის" ყველა მგზავრის დასჯას ითხოვდა.
იძულებული ვართ ოჯახი ჩავერთოთ და ვაწარმოოთ გამოძიება, რასაც არ აკეთებს თვითონ პროკურატურა. მე გეტყვით, საზოგადოება გვთხოვს თქვით, მაშინ ვინ მოკლა, მოკლა იმან, ვინც ეს საქმე თავიდან ბოლომდე გააყალბა, ვინც ხელს აფარებს ადამიანებს, ბავშვის მკვლელებს, სოწრედ მან მოკლა და მას ჩემთვის დღეს ერთი სახელი და გვარი აქვს, ეს არის მირიან ნიკოლაძე, - თქვა ეკატერინე წულუკიძემ.
მისი თქმით, ხედავს რომ გამოძიება არ მიმდინარეობს, არავის აინტერესებს რეალურად რა მოხდა და შქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს.
პროკურატურამ 11 პირის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო, მათ ბრალად ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ძალადობა ედებათ. მათ დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
რაც შეეხება დამძიმებულ ბრალს, 11 აგვისტოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებირვი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო. ხუთივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შაქარაშვილის საქმეზე ჯამში დაკავებული 17 პირია.