ისრაელის არმია ღაზაში, ალ-შიფას საავადმყოფოს ჩხრეკას აგრძელებს. მათი განცხადებით, შენობას ჰამასის ტერორისტები შეიარაღებისა და ტერორისტული ინფრასტრუქტურის შესანახად იყენებენ. ალ-შიფაში რეიდი ისრაელის არმიამ გუშინ დაიწყო. IDF ფოტო და ვიდეომასალას ავრცელებს, სადაც მათი განცხადებით, ის შეიარაღებაა აღბეჭდილი, რომელიც საავადმყოფოდან ამოიღეს და რომლებიც "ჰამასის" ტერორისტებს ეკუთვნოდა. მასალაში ჩანს ასაფეთქებელი ნივთიერებებიც. როგორც ისრაელი აცხადებს, აღჭურვილობა საავადმყოფოს სამკურნალო ზონებში, მათ შორის მაგნიტურ-რეზონანსული თერაპიის განყოფილებაში ინახებოდა.