უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა, დაჭრილია 9 | "ქართული ლეგიონი"

გამოქვეყნდა:

დონეცკის მიმართულებაზე შეტევითი ოპერაციის დროს ქართული ლეგიონის ორი მებრძოლი, რამაზ ფეტელავა და ბექა ლომაშვილი დაიღუპა - ინფორმაციას ქართული ლეგიონი ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაჭრილია ცხრა მებრძოლი, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა.

ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 50-მდე ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი