ვენეციის კომისია "ოცნების" ხელისუფლების მიერ შემუშავებული სადავო კანონპროექტების მონიტორინგის დასკვნით ეტაპზეა. საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი თბილისში საგანგებოდ ჩამოვიდა ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების დინამიკის შესაფასებლად. ვენეციის კომისია საქართველოს გვერდით დგას ქვეყნის ევროპულ გზაზე, ეს არის მთავარი გზავნილი, რომელიც დღეს თბილისში გაჟღერდა. გავლენიანი ექსპერტები ხელისუფლებას იმ ხარვეზებზე მიუთითებენ, რომელიც ევროპულ სტანდარტებთან არ არის თავსებადი და "ოცნებას" მათი გადაჭრისკენ მოუწოდებენ, საუბარია საარჩევნო სისიტემის გამართვასა და სასამართლო სისტემის განსაკუთრებით კი იუსტიციის საბჭოს სრულ რეფორმირებაზე.