ორი ქართველი მებრძოლი უკრაინაში ტრაგიკულად დაიღუპა. შეტევით ოპერაციაში ქართული ლეგიონის შენაერთი დაბომბვაში მოყვა. რამაზ ფეტელავა და ბექა ლომაშვილი ბრძოლის ველზე დაეცნენ, კიდევ 9 ქართველი მებრძოლი დაჭრილია და სამხედრო ჰოსპიტალშია გადაყვანილი.
დაჭრილების მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური. სამ მათგანს ოპერაცია დღეს ჩუტარდა. ქართული ლეგიონის მეთაურები სამხედრო ოპერაციის დეტალებს არ ახმაურებენ, თუმცა ცნობილია, რომ შეტევა დონეცკის მიმართულებთ ხორციელდებოდა.
ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი