აშშ-ის ჰუმანიტარული დახმარება ეგვიპტე-ღაზას საზღვარზე ჩავიდა

გამოქვეყნდა:

"ამერიკელი ხალხისგან" - აშშ-ის ჰუმანიტარული დახმარება ეგვიპტე-ღაზას საზღვარზე ჩავიდა. ინფორმაციასა და ფოტომასალას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ავრცელებს. 

"აშშ-ის ჰუმანიტარული დახმარება დღეს ეგვიპტე-ღაზას საზღვრის სიახლოვეს ჩავიდა. კრიზისის დაწყებიდან ჩვენ ძალიან მკაფიო გავხადეთ, რომ ჰუმანიტარული დახმარების საჭიროება კრიტიკული და გადაუდებელია. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რომ იგი ღაზის მშვიდობიანმა მოსახლეობამ რაც შეიძლება სწრაფად მიიღონ," - წერს ბლინკენი X-ზე (ყოფილი Twitter)

შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ტერორისტული დაჯგუფება ჰამასი ისრაელს თავს დაესხა. მას შემდეგ ისრაელის სახელმწიფომ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა, ტერორისტების წინააღმდეგ საპასუხო იერიშები დაიწყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი