IDF აცხადებს, რომ ალ-შიფას საავადმყოფოსთან 19 წლის მძევლის ცხედარი იპოვეს

გამოქვეყნდა:

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადეს, რომ ღაზაში, ალ-შიფას საავადმყოფოსთან მდებარე შენობაში, მეორე ისრაელელი მძევლის ცხედარი იპოვეს. როგორც IDF ამბობს, მათი კაპრალის, 19 წლის ნოა მარჩიანოს ცხედარი, ისრაელის ტერიტორიაზე გადაასვენეს.

"19 წლის ნოა მარჩიანო 7 ოქტომბერს "ჰამასის" ტერორისტებმა გაიტაცეს და მოკლეს. მისი ცხედარი IDF-ის ჯარებმა ღაზაში, ალ-შიფას ჰოსპიტალთან იპოვეს. IDF გულწრფელ სამძიმარს უცხადებს ოჯახებს და გააგრძელებს მათ მხარდაჭერას," - ნათქვამია IDF-ს განცხადებაში. 

ცნობისთვის, ქალის გარდაცვალება ამ კვირის დასაწყისში დადასტურდა. 7 ოქტომბერს მომხდარი თავდასხმის შემდეგ "ჰამასმა" მძევლად 240 ადამიანი აიყვანა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი