"ქართული მარშის" ლიდერი სანდრო ბრეგაძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება და გლდანის მაჟორიტარ დეპუტატობასაც აპირებს.
რატომ გლდანი? - როგორც ბრეგაძემ "მთავარ არხს" უთხრა, მას გლდანთან და გლდანელებთან დიდი ხნის ურთიერთობა აქვს, მათ დიდ პატივს სცემს და იცის ისიც, რომ "გლდანის მცხოვრებლების უმეტესობა
კონსერვატორული, ტრადიციული და ეროვნული ღირებულებების მატარებელი ადამიანია, სწორედ იმის, რომელ ღირებულებებზეც დგას "ქართული მარშის იდეოლოგია".
სანდრო ბრეგაძე გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად გლდანში სხვა პარტიების კანდიდატებს ასახელებს.
გამოვიტანე სლოგანი: "კაცები მამათმავლების წინააღმდეგ", რადგანაც მათი [სხვა პარტიების კანდიდატების] აბსოლუტური უმრავლესობა ლიბერალური ღირებულებების მატარებელია და ისინი გარყვნილების პროპაგანდას ქადაგებენ, ანტიეკლესიური პროპაგანდითაც გამოირჩევიან და უპირისპირდებიან ყოველგვარ ტრადიციულს ეროვნულს და ღირებულს რაც ქართველებს გააჩნიათ, - ამბობს სანდრო ბრეგაძე.
მისივე ინფორმაციით, პარტია "ქართული მარში ეროვნული მოძრაობა" მაჟორიტარობის კანდიდატებსა და პარტიული სიას უახლოეს დღეებში წარადგენს: "ჩვენი პარტიული სია შთამბეჭდავია".
მანამდე კი მან, გუშინ, Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა და გლდანში "ნაციონალური მოძაობის" კანდიდატს, ნიკა მელიას მიმართა.
სანდრო ბრეგაძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში კონკურენტად "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატებს განიხილავს.
შეგახსენებთ, რომ გლდანში კენჭს იყრიან: