"პატრიოტებზე" თავდასხმა სააკაშვილისა და ბოკერიას დაკვეთაა - ირმა ინაშვილი

გამოქვეყნდა:

რუსული ფული და გავლენები ქართულ არჩევნებში - მიხეილ ხადარკოვსკის მიერ დაარსებული "დოსიე ცენტრი" ვრცელ გამოძიებას აქვეყნებს. დოკუმენტების მიხედვით ირკვევა, რომ "პატრიოტთა ალიანსს" კრემლთან დაახლოებული პოლიტტექნოლოგები ეხმარებიან. კრემლიდან მოდის ის ფინანსებიც, რომელსაც პარტია საქართველოში, წინასაარჩევნო კამპანიაში ხარჯავს.

"დოსიე ცენტრის" მიერ მოპოვებული დოკუმენტებით ჩანს, რომ "პატრიოტები" 4 თვის განმავლობაში საარჩევნო კამპანიაში 8.5 მლნ დოლარი დახარჯვას აპირებენ. 

"დოსიე ცენტრის" გამოძიებას პარტიაში საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურნენ. ირმა ინაშვილის თქმით, მისი პარტიის მიმართ თავდასხმა მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიასგან მართული პროცესია.

8 მილიონიანი ბიუჯეტის თემაზე იყო ხო საუბარი. ეს არის აბსოლუტური აბსურდი. 8 მილიონიანი ბიუჯეტის განხილვა საერთოდ არ ყოფილა. 8 მილიონი ალბათ იმიტომ აიღეს და იმიტომ გაჟღერდა, რომ ჩვენი საარჩევნო ნომერი რვაა. და ჩვენი საარჩევნო ნომერი 41 რომ ყოფილიყო, ალბათ 41 მილიონიან ბიუჯეტს გაგვიანგარიშებდნენ. სააკაშვილი და ბოკერია, თქვენ ორივე, იმიტომ ხართ გაცოფებული და ასეთ პასკვილებს და ბინძურ პასკვილებს იწყებთ ჩვენს წინააღმდეგ ეს ხომ თქვენი დაკვეთაა, ამ ტელევიზიების დაკვეთა. ჩვენ, მე და გიორგი ლომია ნამდვილად ვიყავით აფხაზეთში, - ამბობს ირმა ინაშვილი. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი