დაპირისპირება და ქალი დეპუტატების მორიგი შეურაცხყოფა პარლამენტში | რამ გააღიზიანა "ოცნების" წევრები

გამოქვეყნდა:

საქართველოს პარლამენტი დღეს ისევ სიტყვიერი შეურაცხყოფებისა და უხამსი გამონათქვამების ეპიცენტრი გახდა. ამჯერად "ქართული ოცნების" სამიზნე, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი თინა ბოკუჩავა აღმოჩნდა. მმართველი პარტიის წევრმა ლევან მგალობლიშვილმა ქალ დეპუტატს საჯაროდ, მინისტრის საათის მოსმენისას შეაგინა, ამის მერე კი მიკროფონი ანა წითლიძეს მოუქნია. სხდომა რამდენიმე წუთის განმავლობაში პარალიზებული იყო. ხმაურისა და დაპირისპირების გამო იუსტიციის მინისტრს საპარლამენტოი ტრიბუნიდან სიტყვის შეწყვეტა მოუწია. გაჩნდა ეჭვი რომ ოცნების დეპუტატი პარლამენტში არაფხიზელ მდგომარეობაში მივიდა. ამ შემაშფოთებელ ფაქტს საქართველოს პრეზიდენტიც გამოეხმაურა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი