ხუთპროცენტიანი ბარიერი ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილის გეგმებს ცვლის. ღიად არავინ აღიარებს, მაგრამ ყველა პოლიტიკურ გაერთიანებაში უკვე დაიწყეს ფიქრი საარჩევნო სტრატეგიასა და გაერთიანების, თუ ცალცალკე ბრძოლის შესაძლებლობებზე. ბარიერს ქვემოთ მყოფი პარტიებიდან უმსხვილესებს საკუთარი ამბიციები აქვთ.
"ლელოსა" და გახარიას პარტიაში ამბობენ, რომ გადალახავენ ბარიერს და არავისთან არ გაერთიანდებიან. უფრო დაბალრეიტინგულ ჯგუფებს საბოლოო პოზიცია ჯერ არ აქვთ. პოლიტოლოგები კი ქართულ ოპოზიციურ სპექტრს ოლიგარქიულ რეჟიმთან ბრძოლაში პრაგმატულობისკენ მოუწოდებენ.