"შაბათის მთავარის" ინფორმაციით, ირაკლი ხმალაძე სუს-ში გამოკითხეს | ვიცე-მერმა რეპორტაჟის მოხსნა მოითხოვა და დაგვემუქრა [სატელეფონო ჩანაწერი]

გამოქვეყნდა:

"შაბათის მთავარს" სანდო წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რამდენიმე დღის წინ გამოკითხა. საქმეს ანტიკორუფციული სააგენტო იძიებს, რომელიც სამშენებლო ბიზნესში არსებული კორუფციული სქემით დაინტერესდა. 

წყარო ასევე გვიყვება, რომ ხმალაძემ მოდულში მხოლოდ რამდენიმე საათი დაჰყო და სუს-ში განხორციელებული ზარის შემდეგ მალევე დატოვა შენობა. ამავე წყაროს ცნობით, სუს-ში არ შედგენილა გამოკითხვის ოფიციალური დოკუმენტი. 

რეპორტაჟის ანონსს ჟურნალისტთან ვიცე-მერის მუქარისშემცველი ზარი მოყვა. ირაკლი ხმალაძე შაბათის ეთერიდან რეპორტაჟის მოხსნას ითხოვდა. ვიცე-მერი ირწმუნება, რომ სუს-ში არასოდეს დაუბარებიათ და არ გამოუკითხავთ. 

კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით, ირაკლი ხმალაძე მოდულში რამდენიმე თვის წინაც ყავდათ. ინფორმირებულმა პირმა გვითხრა რომ ვიცე მერს მაშინაც  გავლენიანმა ნაცნობებმა უშველეს. წყაროს ინფორმაციით  ერთ-ერთი ვინც ხმალაძეს გამოესარჩლა ქართულ ოცნებასთან დაახლოებული ბიზნესმენი ნოშრევან ნამორაძე იყო. ახლაც ვიცე მერი ერთ-ერთი ინფორმაციით, სწორედ ნამორაძის კომპანიის აშენებულ კომპლექსში ცხოვრობს.  "შაბათის მთავარს" უთხრეს, რომ "კრწანისი რესორტ რეზიდენსში" ხმალაძე ერთ-ერთ პენტჰაუსში ცხოვრობს, რომლის საერთო ფართი 584-კვადრატული მეტრია, თუმცა ახალი ბინა ვიცე -მერს ჯერ არ გადაუფორმებია და ის ამ დრომდე ნოშრევან ნამორაძის კომპანიის სახელზეა.  
 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი