რუსი ოკუპანტების მიერ გაშვებული 20 "შაჰიდიდან" 15 ჩამოვაგდეთ | უკრაინის საჰაერო ძალები

გამოქვეყნდა:

უკრაინის საჰაერო ძალები აცხადებენ, რომ გასულ ღამეს მათ რუსეთის მიერ გაშვებული 20 დრონიდან 15 ჩამოაგდეს.

"19 ნოემბრის ღამეს მტერმა კვლავ შეუტია ჩვენს ქვეყანას "შაჰიდის" ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით. მტრის 20 დრონიდან განადგურებულია 15," - ნათქვამია უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ოკუპანტები უკრაინას დრონებით ჩრდილოეთიდან (კურსკის ოლქი) უტევდნენ. მათი საჰაერო თავდაცვა მუშაობდა კიევის, პოლტავისა და ჩერკასის რეგიონებში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი