აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი როზალინ კარტერი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

აშშ-ის პრეზიდენტ ჯიმი კარტერის მეუღლე, ყოფილი პირველი ლედი როზალინ კარტერი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. BBC წერს, რომ „კარტერის ცენტრის“ განცხადებით ის ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა.

მაისში როზალინ კარტერს დემენციის დიაგნოზი დაუსვეს. 

ჯიმი და როზალინ კარტერებს ქორწინების 77 წლისთავი ივლისში შეუსრულდათ.

ჯიმი კარტერი აშშ-ის 39-ე პრეზიდენტი იყო 1977-1981 წლებში, დემოკრატიული პარტიიდან. ის ამჟამად 99 წლისაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი