ბაჩალიაშვილის საქმის ახალი დეტალები - "მთავარმა" პროგრამისტის მდევარი ავტომობილები დაადგინა

გამოქვეყნდა:

თამარ ბაჩალიაშვილის სავარაუდო მდევრების ვინაობა, რომელსაც გამოძიება საგულდაგულოდ მალავდა "მთავარმა არხმა" გაარკვია. საქმეში არსებული ვიდეოჩანაწერებით დგინდება, რომ დაღუპულ პროგრამისტს,
19 ივლისს, თეთრიწყაროს მიმართულებით მოძრაობისას, სამი ავტომობილი უთვალთვალებს, რომელიც სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამხსაურის საკუთრებაშია. კამერების ჩანაწერებს კარგად იცნობს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახიც, რომელიც ეჭვობს, რომ თვალთვალში ძალოვანი უწყების მაღალჩინოსნები ფიგურირებენ. 

საქმის ახალ გარემოებებზე პირველად, "მთავარ აქცენტებში", ნიკა გვარამიამ ისაუბრა. ახალი დეტალებით დგინდება, რომ სამი ავტომობილი, რომელიც ბაჩალიაშვილის მანქანას გარდაცვალების დღეს უკან მიჰყვებოდა, ოპერატიული ნომრებითაა აღჭურვილი. ავტომობილებს მსგავის სანომრე ნიშნებით უსაფრთხოების სამსახური ოპერატიული დავალებების შესრულებისას იყენებს. საქმის ეს გარემოება არაა ერთადერთი დეტალი, რომელიც გამოძიების ვერსიას თავდაყირა აყენებს. ნიკა გვარამიას ინფორმაციით, 23 წლის პროგრამისტს სხვადასხვა კომპანიის ანგარიშებიდან თანხა მოახსნევინეს, შემდეგ კი თავიდან მოიშორეს.

18-ტომიან საქმეში კიდევ ერთ ბუნდოვანებას პროგრამისტის კუთვნილი მეხსიერების ბარათი აჩენს. ოჯახს აინტერესებს, რატომ გააქრო საგამოძიებო უწყებამ ჩიპი, რომელიც, მათი მტკიცებით, საქმის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა. ოჯახის ადვოკატი აცხადებს, რომ საქმის გაყალბება ჯერ შინაგან საქმეთა სამინსიტრომ დაიწყო, შემდეგ კი პროკურტურამ გადაიბარა.  

გამოძიებას უნდობლობას უცხადებს საქემში ჩართული დამოუკიდებელი ექსპერტიც. არასამთვრობო ორგანიზაცია საგამოძებო უწყებას კითხვით მიმართავს და ინტერესდება, პროგრამისტის გარდაცვალებიდან 1 თვის შემდეგაც, რატომ არ სრულდება ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა, რომელმაც უნდა დაადგინოს გამოიწვევდა თუ არა, თამარ ბაჩალიაშილის ორგანიზმში აღმოჩენილი მედიკამენტები მის სიკვდილს. 

საქმეში აღმოჩენილი ახალი გარემოებები გამოძიების აქამდე არსებულ ყველა ვერსიას თავდაყირა აყენებს. თუ საგამოძიებო უწყება მდევრების იდენტიფიცირებითა და საეჭვო ტრანზაქციით დაინტერესდება, არ არის გამორიცხული თამარ ბაჩალიაშვილის საქმის კვალიფიკაცია შეიცვალოს. 18-ტომიან საქმეში კი ოჯახის ადვოკატი პასუხს ყველა იმ შეკითხვაზე ეძებს, რაც ოჯახსა და უფლებადამცეველს ბაჩალიაშვილის ბუნდოვანი გარდაცვალების შესახებ აქვს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი