საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე, რომელსაც ის დისტანციურად ერთვება დაადასტურა გენერალ გიგი კალანდაძის მიერ "მთავარი არხის" ეთერში გაჟღერებული ინფორმაცია.
მხიეილ სააკაშვილი ადასტურებს, რომ დაზვერვის აგენტების სია რუსეთის მხარეს გადაეცა. მისი თქმით, იგეგმებოდა გაცვლა:
"გიგი კალანდაძემ განაცხადა, რომ ჩვენი დაზვერვის აგენტების სია გადაეცა რუსეთის მხარეს, მე მინდა დავადასტურო ეს. მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ვამზადებდით გაცვლას, რუსეთში დაკავებული საქართველოს დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლების ჩვენთან დაკავებულ რუს ჯაშუშებზე. სწორედ იმის გამო, რომ მოვიდა ახალი ხელისუფლება და პირველი რაც მათ ქნეს, გარდა იმისა, რომ დახურეს რუსული არხი, გადასცეს პირდაპირ სია ჩვენი აგენტების რუსეთში, პრაქტიკულად ჩვენი ხალხი ჩარჩა იქ", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.
იხილეთ: