რუსული ფული ქართულ არჩევნებში და კრემლის პოლიტ ტექნოლოგები "პატრიოტთა ალიანსის" სამსახურში - სკანდალურ დოკუმენტებს "დოსიე ცენტრი ასაჯაროებს. ანალიტიკოსთა ჯგუფს, რომელიც ბელორუსში მიმდინარე პროცესებში რუსულ კვალს იძიებდა, ხელთ ჩაუვარდა დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მანიპულაციით აქტიურადაა დაკავებული რუსეთის პრეიზედნტის ადმინისტრაცია. რუსულ კვალს კი საგარეო დაზვერვის გენერალ, ვლადიმერ ჩერნოვთან მივყავართ, რომელიც სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში პუტინის ყველაზე უფრო სანდო დასაყრდენია.
სწორედ ჩერონოვს უგზავნიდა მოხსენებებს კრემლის რუპორად ცნობილი პოლიტტექნოლოგი სერგეი მიხეევი. მიხეევი იმ კომპანიის თანამშრომელია, რომელიც ირმა ინაშვილის "პატრიოტთა ალიანსს" კონსულტაციებით და პიარ-სტრატეგიებით ეხმარება. ჩერნოვმა, რომელიც მისი უშიშროებასთან კავშირის გამო ლიეტუვაში პერსონა ნონ გრანტადაა გამოცხადებული, პუტინის ადმინისტრაციაში რამდენიმე თვის წინ გაგზავნა მოხსენება, რომ "პატრიოტთა ალიანსის" წინასაარჩევნო კამპანიის "დაქოქვა" 700 000 დოლარი დაჯდებოდა. საქართველოში მცხოვრვები რუსი პოლიტიკური მიმომხილველის, იგორ კუპროტევის თქმით, ეს დოკუმენტი პირდაპირ აჩვენებს, როგორ აფინანსებს ვლადიმერ პუტინი საქართველოში პრორუს ძალეებს, ანტიდასავლურ პროპაგანდასა და სიძულვილის აღვივებს.
გენერალ ჩერნოვის მაგიდაზე მოხვდა თავად პატრიოტთა ალიანსის მიერ შედგენილი ხარჯთაღრიცხვა 8.5 მლნ დოლარის ოდენობით, რომელიც პარტიას 4 თვიანი წინასაარჩევნო კამპანიისთვის სჭირდებოდა. "დოსიე ცენტრის" ანალიტიკოსების ვარაუდით, კრემლიდან მოდიოდა ფინანსებიც და კონკრეტული დავალებებიც, რომლის აღსრულებაზე ზედამხედველობა სწორედ რუს პოლიტტექნოლოგებს ეკისრებოდათ, რომლებიც ხშირად ქართველ დამკვეთებს ანტიდასავლური რიტორიკის უფრო მეტად გააქტიურებისკენ მოუწოდებდნენ.
ექსპერტების აზრით, მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში პუტინი აუცილებლად ჩაერევა და ამისთვის ფინანსური აქტივები, კრემლის აგენტურა და კომპრომატების მთელი დოსიე უკვე მობილიზებულია.
რუსი ანალიტიკოსების დოკუმენტურად დადასტურებული ბრალდებების გაბათილება დღეს "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ისევ ოპონენტების გაშავებით სცადა და თქვა, რომ "დოსიე ცენტრის" ყველა მიგნება მოგონილია. თუმცა არ დაუმალავს, რომ მისი პარტია რუს პოლიტ ტექნოლოგებთან აქტიურად თანამშრომლობს.
ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ დღეს გასაჯაროებული დოკუმენტები საქართველოში გამოძიების დაწყების მიზეზი უნდა გახდეს რადგან მტრული სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტული პოლიტიკური ბერკეტების ხელში ჩაგდებისა და ქვეყანაში დესტაბილიზაციის სცენარის განვითარება სახეზეა.
როგორც "დოსიე ცენტრის" მასალებით ირკვევა, კრემლში კონკრეტული კომპრომატი აქვთ დავით თარხან მოურავზე - კერძოდ, მისი ძმა მოსკოვში 2014 წელს თაღლითობის ბრალდებით იყო დაკავებული. ის მალევე გაუშვეს. ამასთან, ირკვევა ისიც, რომ კრემლის გავლენის ქვეშ მყოფი აგენტები აქტიურად აგროვებენ დოსიეებს იმ ადამიანების შესახებაც, ვინც სიმპათიას, რაიმე ფორმით, გამოხატავს პატრიოტთა ალიანსის მიმართ. რატომ ეს მხოლოდ კრემლში იციან.