"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია მესამე პრეზიდენტისა და მოქმედი თავმჯდომარის დღევანდელ განცხადებებს ეხმაურება. მელია მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეთანხმება, თუმცა ამბობს, რომ რადიკალურად განსხვავებული სურვილი და მიზნები აქვთ მოქმედი მენეჯმენტის წევრებს.
მისი თქმით, გაუგებარია თუ ლევან ხაბეიშვილს ნამდვილად სურს პრობლემების მოგვარება, მაშინ რატომ არ იღებს ახალი მენეჯმენტი პასუხისმგებლობას იმ შეცდომებზე, რომლებიც არჩევნების შემდეგ დაუშვეს.
"არსებობს 40 000 პარტიის მხარდამჭერის ხელმოწერა, რომელიც გამოსავლის სახით არის ნაჩვენები, აპირებენ საერთოდ განხილვას ამ ინიციატივის? აპირებენ რომ ასახონ ეს ინიციატივა, ნაწილობრივ მაინც მანიფესტში? ეთანხმებიან სააკაშვილს, რომ პარტიის პოლიტსაბჭოდან ხალხი არ უნდა გაყრილიყო? ადამიანს რომელსაც სურს თანამშრომლობა ის არ ესაუბრება ათიათასობით თანამოაზრეს, ჯერ კიდევ, ყოველ შემთხვევაში ფორმალურად პარტიის წვერებს მგლის ბილეთების გადაცემით, ასე არ იქცევიან. როდესაც შენ გინდა თანამშრომლობა საბჭოდან არ ყრი ხალხს, როდესაც შენ ამ შეცდომას დაუშვებ, შეგიძლია აღიარო ეს შეცდომა და ამის შემდეგ მოგიგვარდება ეს პრობლემა. მაგრამ შეცდომაში, რბილად რომ ვთქვათ გაჯიუტებას აქვს ადგილი. მარტივად რომ შევაფასოთ, სააკაშვილმა დღეს თქვა ერთი, ხაბეიშვილმა თქვა მეორე", - ამბობს ნიკა მელია.
იხილეთ ასევე: