ოკუპანტებზე გაყიდული სია | "ოცნება" მორიგ სკანდალში გაეხვა, გამოძიება კი ამ დრომდე არ დაწყებულა

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება" ახალ, უმძიმეს სკანდალში ეხვევა. გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი ხელისუფლების მიერ ჩადენილ სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშულებზე საჯაროდ ალაპარაკდა. გიგი კალანდაძე "მთავარ არხს" ექსკლუზიურ ინფორმაციას აწვდის და პირდაპირ აცხადებს, რომ 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის გუნდი რუსეთის ფედერაციას გაურიგდა და ოკუპანტ ქვეყანას საკუთარი ჯაშუშების სია გადასცა.

საუბარია ქართულ აგენტურულ ქსელზე, რომელიც წლების განმავლობაში ფარულად ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რუსეთში საქართველოს სასარგებლოდ მუშობდა და რუსული დაზვერვის გეგმებს ქართულ მხარეს მყისიერად აწვდიდა. ამ ინფორმატორების მეშვებით, საქართველოს ხელისუფლებამ წინასწარ იცოდა, თუ რა პროვოკაციების მოწყობას გეგმავდა საოკუპაციო რეჟიმი საქართველოს ტერტიორიაზე, ან რა ხდებოდა ენგურს იქით და ფლობდა ცნობებს რუსული სპეცსამსახურების მიერ დაგგემილი დესტაბილიზაციის ფაქტებზე.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი