დაპირება, რომელიც ივანიშვილის პოლიტიკურ კლანს ძალაუფლების შესანარჩუნებლად საფრთხეს უქმნის, გაუმებულია. 5-პროცენტიანი ბარიერი საპარლამენტო არჩევნებისთვის არ დაიწევა. სახელისუფლებო პარტიის ლიდერი, რომელმაც დანაპირები ბარიერის დაწევაზე თავად გასცა, დღეს ოპონენტებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ორპარტიულ საკანონმდებლო ორგანოს პროგნოზირებს.
ოლიგარქიული რეჟიმის მორიგი პოლიტიკური სვლა სტრატეგიული პარტნიორების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. ევროკავშირიდან "ოცნების" ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ 2024 წლის არჩევნები მოკავშირეების განსაკუთრებული მონიტორინგის ქვეშ იქნება და ყველა გადაწყვეტილება რაც არჩევნებს უკავშირდება, კონსენსუსის გზით უნდა იყოს მიღებული და ყველა პოლიტიკური სუბიექტისთვის მისაღები.