მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალურ მოძრაობაში" დალაგებას იწყებს. მთავარი ოპოზიციური პარტიის შიგნით შექმნილი ვითარება იყო დღეს მთავარი თემა, რომელზეც მესამე პრეზიდენტმა სასამართლო პროცესზე ონლაინ ჩართვისას ისაუბრა. სააკაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ თავად მიიღებს გადაწყვეტილებებს და გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს კრიზისის განსამუხტად. მესამე პრეზიდენტმა დღეს კონკრეტული გეგმაც გაახმაურა და მკაფიოდ განმარტა რა უნდა გაკეთდეს, რომ 2024 წლის წინასაარჩევნო კამპანიას პარტია სრულ მზადყოფნაში, შიდა დაძაბულობის გარეშე შეხვდეს და მთელი ენერგია ოლიგარქიულ რეჟიმთან ბრძოლას მოახმაროს.