M2 და M3 კატეგორიის სასკოლო ტრანსპორტს ავტობუსის ზოლში მოძრაობის უფლება ექნება

გამოქვეყნდა:

თბილისის მერის, კახი კალაძის განცხადებით, სასკოლო ავტობუსებს საშუალება ექნებათ ავტობუსებისთვის განკუთვნილ ზოლში იმოძრაონ. ამისთვის სკოლამ მოძრაობის მარშრუტის შესათანხმებლად მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უნდა მიმართოს და კონკრეტული დოკუმენტაცია წარადგინოს.

რეგულაცია 2024 წლის პირველი იანვრიდან, ამავე წლის 1 ივლისამდე სატესტო რეჟიმში იმოქმედებს.

"ვინაიდან ამ ქალაქში კერძო მანქანების სიჭარბის გამო საცობების პრობლემა ჯერ კიდევ დაუძლეველია და ვითვალისწინებთ რა პიკის საათებში სკოლის მოსწავლეების სწრაფი და უსაფრთხო გადაადგილების საჭიროებებს. გადავწყვიტეთ M2 და M3 კატეგორიის სასკოლო ტრანსპორტსაც მივცეთ შესაძლებლობა, რომ გადაადგილდნენ საავტობუსე ზოლში. გარკვეული პირობებით, რაც შეეხება პირობებს, ეს ეხება როგორც საჯარო ასევე კერძო სკოლებს. გადაადგილების უფლება ექნება ტექნიკურად გამართულ სასკოლო ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც გავლილი აქვს სპეციალური ტექნიკური დათვალიერება და განთავსებული აქვს მერიასთან შეთანხმებული ვიზუალური ნიშანი, რომელიც ასახვას, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებას გადაჰყავს სკოლის მოსწავლეები. აღნიშნული ავტობუსი იმოძრავებს მხოლოდ წინასწარ შეთანხმებულ მარშრუტზე, მხოლოდ სამუშო დღეების განსაზღვრულ მონაკვეთებში", - თქვა კალაძემ.

კალაძემ თქვა, რომ სასკოლო ავტობუსებს შეეძლებათ ავტობუსის ზოლში იმოძრაონ დილის 6-დან 9 საათამდე და დღის 2 საათიდან საღამოს 6 საათამდე პერიოდში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი