საქართველოში კორონავირუსით მე-19 პაციენტი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

საქართველოში კორონავირუსით მე-19 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ცოტა ხნის წინ გაავრცელა. ჯერ-ჯერობით მე-19 პაციენტთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია უცნობია. 

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსით გარდაცვლილ მე-19 პაციენტს ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც ჰქონდა და მკურნალობას სახლის პირობებში გადიოდა.

ეზუგბაიას თქმით, ინფიცირებულია ამ პაციენტის სამი ოჯახის წევრი, მათ შორის მისი და, რომელიც პაციენტს უვლიდა. ექიმის განცხადებით, პაციენტის კონტაქტები მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებებში აგრძელებენ.

გუშინ, 24 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსით მე-18 პაციენტი გარდაცვალა.

დღეს, 25 აგვისტოს ქვეყანაში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 13 ადამიანი.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 1 429
  • გამოჯანმრთელებულია - 1150
  • მათ შორის გარდაცვლილია - 19
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 7 005
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 252, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებათა რაოდენობამ 23 მილიონს გადააჭარბა, 800 000-ზე მეტი ადამიანი კი გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი