ჩვენ შეგვიძლია ომის შეჩერება, მაგრამ ფასი იქნება ყირიმი და დონბასი...თუ ტრამპს აქვს კონკრეტული სამშვიდობო გეგმა, გამიზიაროს | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინას შეუძლია შეაჩეროს ომი, მაგრამ ამისთვის მას მოუწევს დონბასი და ყირიმი ოკუპანტებს გადასცეს. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ Fox News-თან ინტერვიუში ისაუბრა.

"დიახ, ჩვენ შეგვიძლია შეწყვიტოთ ომი, თუ დონბასს და ყირიმს მივცემთ რუსეთს, მაგრამ ჩვენი ქვეყანა არ არის მზად ასეთი "სამშვიდობო გეგმისთვის", - განაცხადა ზელენსკიმ.

მან ასევე განაცხადა, რომ მზად არის შეხვდეს დონალდ ტრამპს და მოისმინოს მისი სამშვიდობო გეგმა უკრაინასთან დაკავშირებით - თუ მას კონკრეტული სამშვიდობო გეგმა აქვს, შეუძლია გამიზიაროს - აღნიშნა ზელენსკიმ.

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის კონგრესი დაეხმარება უკრაინას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი