
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, დღეს, 25 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულ 8 პაციენტს შორის 1 სამედიცინო პერსონალია.
ერთის წყარო გახლავთ ლენჯერი, ორის კონტაქტი დაავადებულ პაციენტებთან, ოთხი შემთხვევა არის შემოტანილი აქედან 3 სატვირთო მანქანის მძღოლია, ერთი გახლავთ სამედიცინო პერსონალი, - თქვა მარინა ეზუგბაიამ.
დღეს, 25 აგვისტოს ქვეყანაში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 13 ადამიანი. ამასთან, დღეს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი, მე-19 პაციენტი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებათა რაოდენობამ 23 მილიონს გადააჭარბა, 800 000-ზე მეტი ადამიანი კი გარდაიცვალა.