ფინეთმა რუსეთთან ერთის გარდა ყველა სასაზღვრო გამშვები პუნქტი დახურა - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადეს. ცნობილია, რომ სასაზღვრო გამშვები პუნქტები 23 დეკემბრამდე არ იმუშავებს.
"ჩვენი მთავარი მიზანი ფინელი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა", - განაცხადა ფინეთის პრემიერმა.
ცნობისთვის, ფინეთის მთავრობამ 18 ნოემბერს, შაბათს, ღამით, რუსეთთან საზღვარზე თავშესაფრის მაძიებელთა მზარდი ნაკადის გამო, ოთხი საგუშაგოს დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო.
იხილეთ ასევე: