უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა და ევროპაში ერთიანობის შენარჩუნება | ზელენსკი რუტეს ესაუბრა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნიდერლანდების პრემიერმინისტრს, მარკ რუტეს ტელეფონით ესაუბრა. როგორც ზელენსკი Telegram-ზე წერს, რუტესთან უკრაინის სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერა, ასევე ევროპაში ერთიანობის შენარჩუნების საკითხი განიხილეს.

"საუბრისას მარკ რუტემ და მე  ევროპაში ერთიანობის შენარჩუნების მცდელობები განვიხილეთ. ასევე განვიხილეთ უკრაინის მუდმივი სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერის მნიშვნელობა რუსეთის აგრესიასთან ბრძოლაში", -  წერს ზელენსკი

მისივე ცნობით, ნიდერლანდების ბოლო გადაწყვეტილება, რომ 2024 წელს უკრაინას დამატებით 2 მილიარდი ევრო გადასცეს, საუკეთესო სიგნალია სხვა პარტნიორებისთვის. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი