უკრაინის რეკონსტრუქციისთვის კიდევ 5 მილიონ ევროს გამოვყოფთ | ლატვიის პრეზიდენტი

გამოქვეყნდა:

ლატვიის მთავრობამ 2023 წლის საომარი მოქმედებების შემდეგ ჩერნიგოვის რეგიონის რეკონსტრუქციისთვის 5 მილიონი ევრო გამოყო და იმავე თანხის გამოყოფას უკრაინის რეკონსტრუქციისთვის მომავალ წელსაც გეგმავს - ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩმა კიევში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"წელს ჩვენ 5 მილიონი ევრო დავხარჯეთ ჩერნიგოვის რეგიონში. ეს არის მხოლოდ სამთავრობო სახსრები, კერძო სუბიექტების მიერ დაბანდებული თანხების გათვალისწინების გარეშე. მომავალ წელს ვგეგმავთ მინიმუმ 5 მილიონი ევროს გამოყოფას უკრაინის რეკონსტრუქციისთვის," განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა.

ლატვიის პრეზიდენტთან ერთად, დღეს, 24 ნოემბერს უკრაინაში ვიზიტით ლიეტუვას პრემიერმინისტრი ინგრიდ შიმონიტე ჩავიდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი