კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ისრაელმა 39 პალესტინელი ქალი და არასრულწლოვანი პატიმრობიდან გაათავისუფლა. მათი გათავისუფლება კატარის შუამავლობით ისრაელსა და "ჰამასს" შორის, დროებითი ზავის პირობების მიხედვით მოხდა.
მიღწეული შეთანხმებით, 4-დღიანი ზავის განმავლობაში "ჰამასმა" უნდა გაათავისუფლოს 50 მძევალი, ისრაელი კი საპატიმროებიდან 150 პალესტინელს გამოუშვებს.
გათავისუფლებული პალესტინელი პატიმრები ავტობუსებით ტოვებენ დასავლეთ სანაპიროს ციხეს.
იხილეთ: