ნოშიკო ნამორაძის გამდიდრების ისტორია | მზიურთან სარეკრეაციო ზონას სტატუსი შეუცვალეს და "ოცნების" ბიზნესმენისთვის ამზადებენ

გამოქვეყნდა:

პრემიერთან დაახლოებულ ბიზნესმენს ნოშრევან ნამორაძეს სულ მალე მზიურთან ახლოს, ვერეს ხეობაში 12 ათასზე მეტი კვადრატული მეტრის ტერიტორია გადაეცემა. მიწის ეს ნაკვეთი კი 2010 წლიდან განსაკუთრებული რეგულირების სარეკრეაციო ზონის ნაწილი იყო და იქ განაშენიანება იკრძალებოდა. 

მას შემდეგ რაც ამ ტერიტორიით ,,ქართული ოცნების’’ მსხვილი შემწირველი დაინტერესდა, შესაბამისმა სახელმწიფო სტრუქტურებმა სტატუსის მოხსნის პროცედურები დაიწყეს. სულ რაღაც ორ კვირაში ყველა საჭირო ეტაპი გაიარა ამ საკითხმა, ყველა საჭირო ნებართვაც გაიცა და ახლა ცენტრალურმა მთავრობამ უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება. არ არის გამორიცხული, ეს საკითხი მთავრობის უახლოეს სხდომაზეც გაიტანონ და ტერიტორიის პირდაპირი წესით განკარგვის უფლებით 12 ათასზე მეტი კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი ქალაქის პრესტიჟულ ნაწილში, ნოშრევან ნამორაძეს გადაეცეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი