ისრაელმა ღაზის სექტორის საავადმყოფოს დირექტორი დააკავა

გამოქვეყნდა:

ისრაელმა ღაზის სექტორის საავადმყოფოს დირექტორი მუჰამედ აბუ სალმია დააკავა. პარალელურად, ალ-შიფას საავადმყოფოში დარჩენილი პაციენტები მძიმე მდგომარეობაში არიან - მედიის ცნობით, კლინიკა ისრაელის სახმელეთო შეტევის მთავარი სამიზნე იყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და გაეროს ჯანდაცვის სააგენტო მას "სიკვდილის ზონას" უწოდებენ. 

მედია წერს, რომ ისრაელის დაბომბვის შედეგად კვირის განმავლობაში 200-ზე მეტი სამედიცინო პერსონალი და პაციენტი დაიღუპა.

ისრაელის არმიამ ღაზის უმსხვილესი სამედიცინო დაწესებულების ევაკუაციის ბრძანება 18 ნოემბერს გასცა, თუმცა ჯანმრთელობის რისკებიდან გამომდინარე ყველა პაციენტის ევაკუაცია ვერ მოხერხდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი