კირილ ბუდანოვის ცოლი მოწამლეს | უკრაინული მედია

გამოქვეყნდა:

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის მეუღლე მოწამლეს. მარიანა ბუდანოვა საავადმყოფოშია.

ინფორმაციას RBC-უკრაინა სპეცსამსახურების წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. 

წყაროს ცნობით, ჯანმრთელობის ხანგრძლივი გაუარესების შემდეგ ბუდანოვა საავადმყოფოში გადაიყვანეს და  მკურნალობის კურსი უკვე მთავრდება, თუმცა ქალი კვლავ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა. წყაროს ინფორმაციითვე, ქალს ორგანიზმში ისეთი მძიმე მეტალები აღმოაჩნდა, რომლებიც ყოველდღიურობაში არ გამოიყენება, რაც სავარაუდო მოწამვლაზე მიუთითებს.

მიმდინარეობს გამოძიება მკვლელობის მცდელობაზე.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი