ავტოსაგზაო შემთხვევა წყნეთი-ბეთანიის გზაზე. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ჩვენი ინფომაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
ადგილზე სახანძრო და საპატრულო მანქანები არიან მობილიზებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 272-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის დარღვევას გულისხმობს.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ამ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - ორი დღის წინ, 23 აგვისტოს,
მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურს შეეჯახა. მაშინ მომხდარის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა.