Politico-ს ხმაურიან სიაში, ქართველ ოლგარქთან ერთად, ევროპის ერთადერთი ავტორიტარი ვიქტორ ორბანიც ფიგურირებს, რომელიც უკვე იქცა ევროკავშირის დიდ გამოწვევად. უნგრეთის პრემიერის მუქარა ჯერ კიდევ ძალაში რჩება და უცნობია, როგორ დასრულდება საბოლოო მოლაპარაკებები ოფიციალურ ბუდაპეშტთან.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან გამართული დაძაბული შეხვედრის შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი, თუმცა თავად ორბანი მოლაპარკებებს სასარგებლოს უწოდებს. იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება ვერ შედგება, უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება გაურკვეველი ვადით გადაიდება, ანალოგიურად განვითარდება მოვლენები საქართველოს სტატუსთან დაკავშირებით. არადა ორბანი ის ლიდერია, რომელზეც "ქართული ოცნება" ამ დრომდე დებს ფსონს.