"ჩვენსა და რუსს შორის არავინ არ დგას" | ხურვალეთთან ოკუპანტებმა სავარაუდოდ წვრთნა ჩაატარეს

გამოქვეყნდა:

ეს არ  არის თქვენი ტერიტორია და დატოვეთ სოფელი - ამ სიტყვებით დახვდნენ ხურვალეთში გამოჩენილ ოკუპანტებს დღეს ადგილობრივები. შეიარაღებული ფორმიანები  იმ მთის ფერდობზე იყვნენ მობილიზებულები, რომელზეც  გასულ წელს სპეცმანქანების სადგომები მოაწყვეს. მოსახლეობა პოლიციის საოკუპაციო ხაზთან განლაგებას ითხოვს:

"ჩვენსა და რუსს შორის არავინ არ დგას. ხომ, შეიძლება რაღაცა გაკეთდეს, რომ აქ დადგეს ჩვენი პოლიცია, სოფლის ბოლოში და არა სოფლის თავში...მე მაგალითად, აბსოლუტურად დაუცველი ვარ. შესასვლელში ვის იცავენ, აქ მე რომ დამიჭერენ, თავს მომჭრიან, ტყვიას მესვრიან, მერე გაიგებს პოლიცია" ამბობს ლუდა სალია. 

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა ამბობს, რომ ოკუპანტებმა სავარაუდოდ წვრთნა ჩაატარეს:

"ძალიან არასტანდარტული სიტუაცია დავაფიქსირეთ, ათეულის დონეზე იყო გამოყვანილი ორკების შემადგენლობა. ჩვენი ვარაუდით, ჩაუტარდათ წვრთნა. კადრებში ჩანს, რომ სავარაუდოდ რაღაც რუკასავითაც ჰქონდათ მოტანილი, ოფიცრების მანქანებით იყვნენ. ფაქტია, რომ ოკუპანტები ძალიან აქტიურები არიან. " ამბობს ქაცარავა.

მისივე თქმით, "ძალა ერთობაშიას" დრონის გამოჩენის შემდეგ, ოკუპანტებმა სახეზე ნიღბები გაიკეთეს და ტერიტორია მალევე დატოვეს. როგორც ქაცარავა ამბობს, ეს რუსების ჩვეული მეთოდია, რადგან ის არ გამორიცხავს, რომ ეს სამხედროები დასვენების დღეებში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზეც გადმოდიოდნენ და გადაადგილდებოდნენ სურვილისამებრ, შესაბამისად, ერიდებიან სახეების გამოჩენას. 

შეგახსენებთ, რუსი ოკუპანტები სოფელლ ხურვალეთთან დღეს, შუადღისას გამოჩნდნენ.  სუს-მა ევროკავშირის ცხელი ხაზი გაააქტიურა. სოფელში სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები შევიდნენ, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას გამოკითხავენ. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი