სენეგალის სანაპიროსთან, გემზე თითქმის 3 ტონა კოკაინი აღმოაჩინეს

გამოქვეყნდა:

დასავლეთ აფრიკის სახელმწიფოს საზღვაო ფლოტის განცხადებით, სენეგალის სანაპიროსთან გემიდან თითქმის 3 ტონა კოკაინი ამოიღეს.

დასავლეთ აფრიკის რეგიონი ლათინური ამერიკის კარტელებისთვის, რომლებიც ნარკოტიკით ევროპაში ვაჭრობენ, სატრანზიტო პუნქტია. აღნიშნული შემთხვევა სენეგალის საზღვაო პოლიციისთვის ერთ-ერთი უმსხვილესია.

საზღვაო ძალების განცხადებით, ბორტზე 10 ადამიანი იმყოფებოდა და მათგან ერთ-ერთი სენეგალის მოქალაქე იყო. ჯერჯერობით უცნობია, წაუყენეს თუ არა მათ ბრალი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი