"2008 წელს პროვოკაცია აშშ-ის მიერ იყო მომზადებული, რაც ვაშინგტონმა ასწავლა, სააკაშვილმა მორჩილად შეასრულა" | ლავროვის პროპაგანდა ეუთოს სამიტზე

გამოქვეყნდა:

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ეუთოს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას 2008 წლის ომზე და მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა.  

აგრესორი და ოკუპანტი ქვეყნის პირველმა დიპლომატმა აგვისტოს ომს "აშშ-ის მიერ პროვოცირებული" უწოდა და საქართველო დაადანაშაულა:

"NATO-ის იგივე წევრებმა, რომლებიც ახლა ეუთოს მინისტერიალში იღებენ მონაწილეობას, ბუქარესტის 2008 წლის სამიტზე თბილისი და კიევი გაწევრიანებით მიიზიდეს. მიზანი მარტივი იყო - რომ ისინი რუსეთის წინააღმდეგ განეწყოთ. სააკაშვილმა, რომელიც ხელისუფლებაში დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი ვარდების რევოლუციით მოვიდა, 2008 წლის აგვისტოში დაუყოვნებლივ შეასრულა კარტ-ბლანში, რომელიც მას ბუქარესტში გადასცეს. მან ბრძანება გასცა დაებომბათ სამხრეთ ოსეთის ქალაქები და თავს დასხმოდნენ მშვიდობისმყოფელებს, რომლებიც იქ ეუთოს ნებაყოფლობით იმყოფებოდნენ. ეს პროვოკაცია აშშ-ის მიერ იყო მომზადებული, რომელმაც საქართველოში წვრთნისა და შეიარაღების პროგრამა განახორციელა. რაც ვაშინგტონმა ასწავლა, სააკაშვილმა მორჩილად შეასრულა", - თქვა ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ცნობისთვის, ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქში ეუთოს უსაფრთხოების მინისტერიალი მიმდინარეობს. ღონისძიებაში ლავროვის მონაწილეობის გამო, სამიტს ბოიკოტი გამოუცხადა უკრაინამ, ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და პოლონეთმა. ღონისძიებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილიც ესწრება.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი