ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვის გამოსვლისას ეუთოს მინისტერიალი დატოვა

გამოქვეყნდა:

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის გამოსვლისას ეუთოს მინისტერიალი დატოვა. ამის შესახებ იან ლიპავსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა: 

"მე არ მოვუსმინე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლას სკოპიეში. ვფიქრობდი, რომ უფრო მომგებიანი იქნებოდა, იმ ოთახში ყოფილიყო ჩვენი კოლეგა, რომელსაც დეზინფორმაციის მონიტორინგი ევალებოდა", - დაწერა მან X-ზე.

Projev ruského ministra zahraničí jsem si ve Skopje neposlechl. Považoval jsem za přínosnější, aby byl v tu chvíli v sále náš kolega, který má na starosti monitoring dezinformací.
მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი