აჭარის უმაღლესი საბჭო დღეს უმძიმესი დაპირიპირების ეპიცენტრი გახდა. "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის კონფლიქტმა პიკს მიაღწია და ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. დეპუტატები ერთმანეთს აგინებდნენ და ბოთლებს ესროდნენ. კრიზისი კი მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესატანმა ცვლილებებმა გამოიწვია.
მმართველი უმრავლესობა ოპონენტების მწვავე შეკითხვებმა გამოიყვანა წყობიდან, რის შემდეგაც პროცესები უმაღლეს საბჭოში უმართავი გახდა. ოპოზიციის პროტესტის მიზეზი არა ხალხზე, არამედ მორიგ ჯერზე მაღალჩინოსნების ინტერესებზე მორგებული ბიუჯეტი გახდა.
ავტორები: თეა ვაშალომიძე, ნატალი ჯახუტაშვილი