მადრიდის მახლობლად ავტობანზე შვეულმფრენი ჩამოვარდა | არიან დაშავებულები

გამოქვეყნდა:

ესპანეთში, მადრიდის მახლობლად, ავტობანზე შვეულმფრენი ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად დაშავდა სამი ადამიანი, მათ შორის იმ მანქანის მძღოლი, რომელსაც საფრენი აპარატის ნაწილი დაეცა.

მომხდარის სავარაუდოდ მიზეზად ძლიერი ქარი სახელდება. შვეულმფრენში ორი ადამიანი იმყოფებოდა. ერთმა მათგანმა თავისით შეძლო გამოსვლა, მეორე კი მეხანძრე-მაშველებმა ამოიყვანეს. მათ სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებათ.
 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი