დავით თარხან-მოურავი თანახმაა, საქართველომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიაროს - აფხაზეთის ე.წ. დეპუტატი

გამოქვეყნდა:

დავით თარხან-მოურავი თანახმაა, საქართველომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიაროს. ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის დეპუტატი ალმას ჯოპუა ავრცელებს და თავის კოლეგებს "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებთან მოლაპარაკების დაწყებისკენ მოუწოდებს.

თარხან-მოურავის განცხადებებიდან ჩანს, თავადაც შეგიძლიათ ინტერნეტში ნახოთ, რომ ის ითხოვს დღეს შექმნილი რეალობის აღიარებას. დღეს, როდესაც საქართველოში ყველა პარტია ხალხს აფხაზეთის დაბრუნებას ჰპირდება, ეს პოლიტიკური შანტაჟია. თარხან-მოურავი კი ითხოვს, რომ რეალობა იქნას აღიარებული, - ამბობს ოკუპირებული რეჟიმის ე.წ. დეპუტატი.

"პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერის, ირმა ინაშვილის თქმით, უახლოეს მომავალში ბრიფინგს გამართავს, სადაც პარტიის აფხაზეთში ვიზიტის დეტალებზე ისაუბრებს.

შეგახსენებთ, რომ "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერები 18 აგვისტოს ოკუპირებული აფხაზეთიდან დაბრუნდნენ. ინფორმაცია ვიზიტის შესახებ პარტიამ მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ დაადასტურა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი